დაიცალა სანაპიროები, დაიხურა სკოლები, გაუქმდა ფრენები- აშშ-ში ქარიშხალ "იდას" დასახვედრად ემზადებიან

გამოქვეყნდა:

CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკის ყურის თბილ წყლებში, ქარიშხალი "იდა" გაძლიერდა, ათიათასობით ადამიანმა სანაპირო ზონები უკვე დატოვა.

ქარიშხლების ეროვნულ ცენტრში (NHC) ამბობენ, რომ ქარიშხალი "იდა", რომელიც მეოთხე კატეგორიამდე გაძლიერდა, 140 კმ / სთ სიჩქარით უახლოვდება სანაპიროს. გამოცემის ცნობით, არსებობს ძლიერი დატბორვის საშიშროება ლუიზიანას, მისისიპისა და ალაბამას სანაპიროებზე.

ლუიზიანას შტატის მცხოვრებლები სახლებს ტოვებენ და სურსათს იმარაგებენ. დაიხურა სკოლები და სტრატეგიული ობიექტები, ქარიშხლის გამო გაუქმდა ფრენები.

გამოცემის ცნობით, აშშ -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შაბათს ის ესაუბრა მექსიკის ყურის რეგიონის შტატების გუბერნატორებს და  ქარიშხალ "იდასთან" მოსამზადებლად და პოტენციური რისკების შესამცირებლად. პრეზიდენტის თქმით, ქარიშხლის დასრულებისთანავე ამერიკა დაზარალებულ შტატებს დაეხმარება. 

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი