მსოფლიო პატრიარქი ბართლომე მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ შიში „სრულად აბსურდული და უსაფუძვლოა".
მისი თქმით, არ არსებობს შიშის "გონივრული საბაბი".
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ აიცრან, რათა თავიდან იქნას აცილებული სერიოზული საფრთხეები, რაც მათ სიკვდილამდე მიიყვანს. ჩვენ, როგორც ეკლესია, როგორც რელიგია, განსაკუთრებით მსოფლიო საპატრიარქო, პატივს ვცემთ მეცნიერებას... – ამბობს პატრიარქი ბართლომე.
მისივე თქმით, ვაქცინების მოწინააღმდეგეები "არ ფიქრობენ სწორად და ლოგიკურად და უსამართლოდ ექცევიან საკუთარ თავს და ახლობლებს"