საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან გერმანიაში, ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მოდით, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ყველაფერი პრობლემა არის ანტივაქსერების, მღვდლების, რომლებიც დადიან და მოუწოდებენ ხალხს, არ აიცრან და აშ. ალბათ, იძახიან, კი. მაგრამ მოდით ნუ გადაგვაქვს სხვა საკითხებზე თემები. ვერანაირი 5, 10, 30 ბნელი მღვდელი და შემოგზავნილი, ვერ გადაწონის იმას, რაც არის სახელმწიფოს ფუნქცია და არ არის საჭირო ისრების გადატანა. ეს არის ივანიშვილის თამაში - საზოგადოებაა უპასუხისმგებლო, ჩვენ ვართ ბნელები, ჩვენ ვართ გაუნათლებლები, ჩვენ არაფერი არ გვესმის და ეკლესიაშია მთავარი პრობლემა და უკაცრავად და სახელმწიფო სად არის... აცრა, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშნველოვანი, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
იხილეთ ასევე: