გორში, კეთილმოწყობის სააგენტოში ფინანსური შევიდა - საგამოძიებო უწყება "მკვდარ სულებს" ეძებს

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გორის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საბიუჯეტო ორგანიზაციაში, კეთილმოწყობის სააგენტოში, შევიდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს და თანამშრომლებს გამოკითხვაზე ერთმანეთის მიყოლებით იბარებს.

საგამოძიებო უწყება ე.წ. მკვდარ სულებს ანუ იმ ადამიანებს ეძებს, რომლებიც საბიუჯეტო ორგანიზაციაში ფორმალურად არიან დასაქმებულები, სამსახურში არ დადიან, არაფერს აკეთებენ, მაგრამ ხელფასს იღებენ. 

სააგენტოს ხელმძღვანელები ადასტურებენ, რომ ფინანსური მათ ააიპიში შევიდა და დოკუმენტაცია ამოიღო, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი