მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი, შავი სექტემბერი გველოდება - ჩალაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები კიდევ უფრო მძიმე შემოდგომას პროგნოზირებენ. მათი თქმით, ხელისუფლება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას სათანადოდ ვერ მართავს, რის გამოც ყოველდღიურად კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

"ერთ კვირაში, 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი, პირდაპირი გაგებით, შავი სექტემბერი გველოდება საქართველოში ადამიანები ამოწყდებიან, ამოწყდებიან პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიღებულია "ქართული ოცნების" მიერ.

არჩევნები დამთავრდება თუ არა, ჩვენ ვიხილავთ რეალურ სურათ, ამათი იდეაა, პირველი - შეგვკეტოს სახლებში შიშით, მეორე - გაწყვიტოს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი, მესამე - ხელი შეუშალოს მოქალაქეებს მივიდეს და ხმა მისცეს და მეოთხე - ვინც კი დარჩენილია ბიზნესში ისინიც ჩაისვას ჯიბეში,  რომ ვერავინ ხმა ვერ ამოიღოს", - თქვა ენმ-ს წევრმა, გიორგი ჩალაძემ. 

"ლელო" საქართველოს წვერის, ვატო სურგულაძის თქმით, პრემიერმა, ჯანდაცვის მინისტრმა და სხვა თანამდებობის პირებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და თანამდებობა დატოვონ - "გენოციდში გადავიდა ეს ყველაფერი, ერის განადგურებაში". 

"ევროპული საქართველოს" წევრი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ პრობლემა მედიკამენტების მომარაგებაში, აღჭურვილობის არ არსებობასა და სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაშიცაა.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელმა იმატა. დღეს, 30 აგვისტოს საქართველოში ვირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 78 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი