"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი ნაბიჯებით საქართველო დასავლეთ შორდება და მოძალადე, ოკუპნატ რუსეთს უახლოვდება. ცნობისთვის, ღარიბაშვილმა თქვა, რომ მთავრობა ევროკავშირისგან 75 მლნ-ის დახმარების მე-2 ნაწილის სესხის სახით აღებისგან თავს შევიკავებს.
ხოშტარიას შეფასებით, ეს გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" პრორუსულობის ნაწილია.
"თუ ხარ ქვეყანა, რომელსაც უნდა ევროკავშირთან დაახლოება და შესაბამისად ატარებ შეთანხმებულ (შენთვის სასარგებლო) დემოკრატიულ რეფორმებს, ევროკავშირი გეუბნება მოგცემ ფულს, სხვადასვა ფორმით. ხან გჩუქნის, ხან შეღავათიან სესხს გაძლევს, ხან რას და ხან რას. და ეს ყველაფერი არის გზა ევროკავშირისკენ და უკეთესი სახელმწიფოს შექმნისკენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვაძლევდენ უპროცენტო!!! გრძელვადიან!!! შეღავათიან სესხს, ოღონდ არ მოგვატყუოთ და დაპირებული რეფორმა, უპირველესად მართლმსაჯულების გააკეთეთო.
გამოვიდა ღარიბაშვილი, არ გვინდა ეგ შეთავათი ევროკავშირიდანო, არც ის რეფორმა გვინდაო და ტყულიც დაადო მარწყვივით, ეკონომიკა დუღსო. ანუ არ გიჭირთ, რაღად გვინდა ფული. ამით:
1. მოქალაქეებს, ვისაც ჩვენ ხომ ვიცით, რომ რეალურად უჭირთ, მოაკლო სიკეთე ამ კონკრეტული ფულის და ყველა პიტენციური დახმარების, რადგან ერთზე უარის თქმა მთლიანად პროცესის შეფერხებაა
2. ევროკავშიეს კიდევ ერთხელ მიუჯახუნა კარი
3. დემოკრატია და რეფორმებს კიდევ ერთხელ მიუჯახუნა კარი
აი ასეთი ნაბიჯებით, თითქოს ბევრისთვის შეუმჩნეველით და ეპიზოდურით, რეალურად ვწყდებით ევროკავშირს, დასავლეთს და ეს აბტომატურად ნიშნავს ვუახლოვდებით მოძალადე ოკუპანტ რუსეთს", - წერს ელენე ხოშტარია.
ამავე თემაზე: