განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, 4 ოქტომბერს სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში იმ ქალაქებსა და სოფლებში გაგრძელდება, სადაც ინფიცირების მაჩვენებლი 4%-ზე დაბალი იქნება.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა. ეს გულისხმობს შემდეგ, რომ იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, იქ სწავლა განახლდება უკვე საკლასო ოთახებში და შესაბამისად აუდიტორიებში. ხოლო იმ ქალაქებში და სოფლებში სადაც 4%-ზე მაღალი იქნება მაჩვენებელი, გაგრძელდება კვალვ დისტანციურ ფორმატში", - თქვა ჩხენკელმა.
მისი თქმით, კორონავირუსის დელტა შტამი განსაკუთრებით ბავშვებს და ახალგაზრდებს "დაერია" და მათი ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია.
მინისტრის განმარტებითვე, მშობლებს კვლავ ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება, თუ მათ ენდომებათ, რომ ბავშვებმა სწავლა დისტანციურად გააგრძელონ.
უნივერსიტეტებს შორის ერთადერთი გამონაკლისი მედიცინის პროგრამის სტუდენტებს შეეხებათ - პრქტიკული ლაბორატორიული და კლინიკური მეცადინეობები. თუმცა მინისტრის თქმით, დასასწრებად პროფესორ-მასწავლებლებიც და მასში ჩართული სტუდენტებიც ორჯერადად უნდა იყვნენ აცრილები.
ამავე თემაზე: