ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კოვიდპაციენტებისთვის პრეპარატ "ტოცილიზუმაბით" მკურნალობის საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ არ შეიძლება რომელიმე საავადმყოფო მის შეძენას პაციენტის ოჯახს სთხოვეს.
გაბუნიას თქმით, ქვეყანაში პრეპარატის ერთადერთმა მომწოდებელმა "როშემ" განკუთვნილი ლიმიტი უკვე შემოიტანა.
"ტოცილიზუმაბი, ასევე, არცერთი მედიკამენტი არ უნდა იყიდოს ოჯახმა. არავითარი შავი ბაზარი ტოცილიზუმაბთან მიმართებაში არ არსებობს. თუ სადმე გაიგეთ, რომ ესეთი ბაზარი არსებობს, ძალიან დავალებული დაგრჩებით, თუ ამის შესახებ ჩვენც შეგვატყობინებთ.
ტოცილიზუმაბის ერთადერთი მომწოდებელი არის "როშე", რომელმაც შემოიტანა ქვეყნისთვის განკუთვნილი ლიმიტი, რაც გადანაწილდა კლინიკებში. კლინიკების ნაწილს აქვს პრეპარატი, ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ კლინიკიდან კლინიკაში ხდება მედიკამენტის გადანაწილება, ანუ როდესაც პაციენტის მდგომარეობა აუცილებლად საჭიროებს ტოცილიზუმაბით მკურნალობას.
დღევანდელი მდგომარეობით მედიკამენტი ქვეყანაში არის გარკვეულ კლინიკებში და ჩვენც ვცდილობთ, რომ როდესაც პაციენტისათვის აუცილებელია ტოცილიზუმაბის გადასხმა კლინიკებთან კომუნიკაციის გარკვეული ფასილიტაციაც გავაკეთოთ, რომ ვისაც სჭირდება მარტივად შეიძლება ისესხოს კლინიკამ მეორე კლინიკისგან. მაგრამ არ არაფრით არ უნდა ჩაერიოს პაციენტი და არც არანაირი თანხის მობილიზება არ არის საჭირო", - თქვა გაბუნიამ.
მისი თქმით, კლინიკება იციან, როგორ უნდა მოიქნენ იმ შემთხვევაში, თუ მათ მედიკამენტის დეფიციტი აქვთ და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება მათ ოჯახს მოსთხოვონ ამ წამლის შოვნა, მოტანა, მითუმეტეს ყიდვა. გაბუნიამ აღნიშნა, რომ არასწორია თანხის შეგროვების თხოვნით Facebook-ზე პოსტების განთავსება, რადგან მედიკამენტი ლიმიტირებული რაოდენობით დიდ კლინიკებშია განთავსებული და ის ბაზარზე არ იყიდება.