უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში ჩაფრინდა - ბაიდენი-ზელენსკის შეხვედრა ხვალ გაიმართება

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტები თეთრ სახლში, ხვალ, 1-ლ სექტემბერს შეხვდებიან. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში დღეს დილით ჩავიდა.

შეხვედრა დაგეგმილზე ორი დღით გვიან გაიმართება. როგორც უცხოური მედიები წერენ, შეხვედრის გადადების მიზეზი ამერიკაში ქარიშხალი "იდას" გააქტიურება და ავღანეთში განვითარებული მოვლენებია.

თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიმდინარე აგრესიის ფონზე, შეხვედრა კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისადმი.

ვიზიტის დღის წესრიგი ორი ქვეყნის ლიდერების პირისპირ ფორმატსა და გაფართოებული დელეგაციების შემადგენლობაში შეხვედრას ითვალისწინებს. ამასთან, ზელენსკი შეხვდება ამერიკის სხვა მაღალჩინოსნებსაც.

მხარეები ორმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი