ჩვენი დამსახურებაა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადი გახდა - ღარიბაშვილმა ისევ ენმ გააკრიტიკა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების კრიტიკის საპასუხოდ ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებს. მისი თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული ოპონენტები ევროკავშირში ცრუ ინფორმაციებს ავრცელებდნენ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე. 

მისივე აზრით, "სახალხო პარტია" EPP "ნაციონალური მოძრაობის" "დედა პარტიაა" და ამის გამო არინ სოლიდარულები. ღრიბაშვილის აზრით, "ევროპის სახალხო პარტია" სუბიექტურ, მიკერძოებულ განცხადებებს აკეთებს.

"ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, და არა თქვენი ხელმძღვანელების, სააკაშვილის და მისი ნაცმოძრაობის ხელმძღვანელების, ის რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი გახდა შეუქცევადი. ჩვენ ეს ჩვენი ნებით, ჩვენი გადაწყვეტილებით კონსტიტუციაში ჩავწერეთ და ვთქვით, რომ საქართველოს საგარეო პილიტკის მიმართულება და ორიენტაცია არის ევროატლანტიკური ორიენტაცია. სწორედ ჩემი პრემიერობის დროს ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს ისტორიულ დოკუმენტს, ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს, აქედან გამომდინარე, ხახლო რაზეა საუბარი საერთო, ვინ ლაპარაკობს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ამავე თემაზე: 

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობამ 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველომ ვერ უზრუველყო შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. ამავე განცხადებაში EU-მ მხარეებს 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებიც შეახსენა და ხელისუფლებას მოუწოდა შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები.

მანამდე, 31 აგვისტოსვე პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს თავი შეიკავოს ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ღარიბაშვილმა ეს საგარეო ვალის შემცირებით განმარტა და თქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება.

ამავე თემაზე 30 აგვისტოს "ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირის დახმარეაბს "ფინანსური დატვირვთა არ აქვს", რადგან ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი