პროკურატურამ გამოძიება 13 ფაქტზე დაწყო, 3 კალაძის მერობის პერიოდს ეხება - აუდიტი მერიაში

გამოქვეყნდა:

გენერალური პროკურატურა თბილისის მერიაში სამართალდარღვევებს იძიებს. საქმე ეხება 2015-2020 წლებში მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ მომზადებულ 14 დასკვნას, რომლებიც გენერალურ პროკურატურას რეაგირებისთვის გადაუგზავნეს. 14 დასკვნის საფუძველზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 13 შემთხვევაზე დაიწყო.

გამოსაძიებელი საქმეებიდან 3 კახი კალაძის მერობის პერიოდს ეხება - მახათას მთაზე გზის ჩავარდნა, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებიდან მოპარული მილები და მერიის ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მიმდინარე საქმეების გამოძიება განგებ ჭიანურდება.

"500 ტონა ჯართი რომ გააქრო კალაძემ ხიზანიშვილის ქუჩიდან, თურმე ვერ გაიგეს სად წავიდა. ნაძვის ხე რომ ჩამოიტანა კალაძემ, მილიონი გადაიხადა და ალვის ხე აღმოჩნდა, ამაზე რატომ არ იწყებენ გამოძიებას, ან საკუთარ ბიზნეს-პარტნიორ, ოჯახის წევრ წულაიას 1 ლარად რომ 16 მილიონის ქონება გადასცა, ამაზე რატომ არ დაიწყეს გამოძიება. საბოლოო ჯამში ეს არის იმიტაცია თითქოს ვინმე ებრძვის კორუფციას", - თქვა ენმ-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. 

თბილისის მერის მოადგილემ დღეს მედიასთან განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც თანამშრომლის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ გაიგეს, კადრი უწყებიდან გათავისუფლდა.

„პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის 13 საქმიდან კახი კალაძის მერობის პერიოდს მხოლოდ სამი საქმე უკავშირდება. აქედან ერთი შეეხება თანამდებობის პირის მხრიდან თანხის მითვისებას, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება- აღნიშნული პიროვნება გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მასალები გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს. რაც შეეხება დანარჩენ ორი ფაქტს, საუბარია სამშენებლო ობიექტიდან მასალის მოპარვის შემთხვევაზე და ასევე კონტრაქტორის მხრიდან უხარისხოდ შესრულებულ საქმიანობაზე.  სამივე საქმეზე საგამოძიებო პროცესი ჩვენი მოთხოვნით დაიწყო“, - განმარტა ირაკლი ხმალაძემ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი