გავაგრძელებთ სტრატეგიულ მოთმინებას და მზადყოფნას, რომ ქვეყანა გახდეს EU-ს და ნატოს წევრი - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერ ღარიბაშვილს "ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციის კრიტიკა არც სამტრედიაში მერობის კანდიდატის წარდგენის დროს დავიწყებია. მისი თქმით, "ყოფილი მოძალადე" ხელისუფლება ისევ ძალადობს და დღემდე აქვს პრეტენზია ხელისუფლებაში დაბრუნდეს. 

ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე უარსაც გამოეხმაურა და ამჯერადაც ოპოზიცია დაადანაშაულა პარტნიორების და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის გამო. 

"იმისთვის, რომ დააბნიონ მოსახლეობა, მათ შორის ჩვენი მეგობრები უცხოეთში, ევროპაში, ამ მანიპულაციებით და ტყუილებით, დამახინჯებული ფაქტებით ცდილობენ მოსახლეობის და ჩვენი მეგობრების შეცდომაში შეყვანას. რა თქმა უნდა, სიმართლე არის ერთი, სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცედ სვლას ევროკავშირისკენ, ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რომ საქართველო მტკიცედ წარსდგება და შეიტანს განაცხადს 2024 წელს ოფიციალურად წევრობაზე და რა თქმა უნდა გავაგრძელებთ სტრატეგიულ მოთმინებას და სტრატეგიულ მზადყოფნას, რომ ერთ დღეს, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის დიდი ოჯახის და ნატოს წევრი", - თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობამ 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. 

ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

ამავე განცხადებაში EU-მ მხარეებს 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებიც შეახსენა და ხელისუფლებას მოუწოდა შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები.

მანამდე, 31 აგვისტოსვე პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს თავი შეიკავოს ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ღარიბაშვილმა ეს საგარეო ვალის შემცირებით განმარტა და თქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება.

ამავე თემაზე 30 აგვისტოს "ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირის დახმარეაბს "ფინანსური დატვირვთა არ აქვს", რადგან ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი