ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ამბობს, დასავლელი პარტნიორები წინასაარჩევნოდ საქართველოს ყურადღებით აკვირდებიან, თუმცა საქართველოდან ევროპარლამენტში "კარგი ცნობები არ არის".
"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში, "დღის სტუმარი", ევროპარლამენტარმა წინასაარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებში რეგისტრაციის საშუალებას არ აძლევენ.
სამწუხაროდ ძალიან ცუდი ცნობები მოდის საქართველოდან, ოპოზიციონერ კანდიდატებს ბლოკავენ და არ აძლევენ არჩევნებში რეგისტრაციის უფლებას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ ფაქტებს, რადგან არჩევნები მხოლოდ ხმის მიცემის დღე არ არის,- თქვა ევროპარლამენტარმა.
გუშინ, 31 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გიგი უგულავას რეგისტრაციის ცნობის გაცემაზე უარეს ეუბნებოდა. ეს არის დოკუმენტი, რომლითაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ფოთის მერობის კანდიდატად უნდა დარეგისტრირდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უგულავას რეგისტრაციის ცნობა დღეს, 1-ლ სექტემბერს მისცა.