საგამოძიებო მოქმედებები სამეგრელოში - განმუხურში მომხდარი მკვლელობის დეტალები

გამოქვეყნდა:

სამეგრელოში, სხვადასხვა ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. განმუხურში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, სავარაუდო დამნაშავისა და მოკლული ბიზნესმენის ახლობლები დაკითხვაზე ყავთ გადაყვანილი.

რაც შეეხება თავად მომხდარს. ერთ-ერთი ვერსიით, ბიზნესმენი ვახანია შელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. ჭრილობები მას დანით აქვს მიყენებული. დავის საგანი კი ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, ფული გახდა.

დაჭრილი ვახანია მისივე მშენებარე სასტუმროს ტერიტორიაზე მუშებმა იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში ის გზაში გარდაიცვალა.

განმუხურში დღეს მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი