მთავრობამ ლატვიას 50 000 დოზა ვაქცინის ჩუქებაზე უარი უთხრა - გიორგი კანდელაკი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობამ ლატვიას 50 000 დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინის ჩუქებაზე უარი უთხრა - ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკი ავრცელებს. მისი თქმით, ეს იმ ფონზე მოხდა, როცა 5 ივლისის მოვლენების შემდეგ ბალტიის ქვეყნებმა ღარიბაშვილს ვიზიტზე უარი უთხრეს.

"ჩენთვის ცნობილი გახდა, რომ სწორედ მაშინ, როცა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს უარი ეთქვა ბალტიის ქვეყნებში ვიზიტზე, სწორედ 5 ივლისის მოვლენების ფონზე და იმის ფონზე, რომ მთავრობა ღია ალიანსში შევიდა რუსეთთან დაკავშირებულ ექსტრემისტებთან, რომლებმაც 5 ივლისს მოაწყვეს მასობრივი, ორგანიზებული ძალადობა, სწორედ ამ პერიოდში საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა ლატვიას რამდენიმე ათეული ათასი ხარისხიანი ვაქცინის ჩუქებაზე, კერძოდ, საუბარია 50 000 დოზა ასტრაზენეკაზე",- თქვა კანდელაკმა.

კანდელაკის თქმით, გაუგებარია რატომ არ შეიძლებოდა ვაქცინების ეს დოზები მასწავლებლების ასაცრელად გამოეყენებინათ იმისთვის, რომ 15 სექტემბერს სწავლა საკლასო ოთახებში განახლებულიყო.

მისი შეფასებით, ვაქცინის ჩუქებაზე უარი უპასუხისმგებლო საქციელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი