თბილისი მერის, კახა კალაძის თქმით, ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გუშინ, 1-ლ სექტემბერს მერიაში შეხვდა. კალაძე ამბობს, რომ გახარია მას თავად დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა, მისივე თქმით, შეხვედრაზე გახარიამ მას უთხრა, რომ თბილისი მერობის კანდიდატურას აყენებდა.
კალაძე უარყოფს, რომ 1-ლ სექტემბრამდე მას გახარიასთან კომუნიკაცია ჰქონდა.
"მითხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა, მაშინ ვუთხარი, მერიაში ვარ მოდი მერიაში. გუშინ დილით მოხდა ეს შეხვედრა, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე, შეხვედრის მიზანი, მიზეზი. ერთადერთი, რაც ითქვა შეხვედრაზე ეს იყო, რომ აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა ეს ტელევიზიით გამეგო. თავად გადაწყვიტა, რომ მას ეთქვა ეს ყველაფერი, დანარჩენი, გულწრფელად გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე",- თქვა კახი კალაძემ.
ცნობისთვის, გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, საკუთარი თავი კანდიდატად გუშინ 1-ლ სექტემბერს წარადგინა. გუშინვე, "ქართული ოცნების" ლიდერებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ კანდიდატურის წარდგენამდე გახარია კალაძეს შეხვდა. ინფორმაციას ტყუილი უწოდა ყოფილმა პრემიერმა და თქვა, რომ მსგავსი მეთოდებით მმართველი გუნდი მის დისკრედიტაციას ცდილობს. დღეს კი "საქართველოსთვის" წევრებმა განამრტეს, რომ გახარიამ ტყუილი მის მიმართ ბრალდებებს უწოდა და შეხვედრა დაადასტურეს: