"ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერია იმის ნიშანია, რომ ოპოზიციამ ესეც რადიკალიზაციის ინსტრუმენტად აქცია.
"ერთადერთი რისი ნიშანიც და დასტურიცაა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა, არის ის, რომ ოპოზიციამ დეპოლარიზაციისკენ მიმართული მიშელის დოკუმენტი დამატებითი პოლარიზაციის და რადიკალიზაციის ინსტრუმენტად აქცია და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მისი ანულირება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო", - წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი დღეს, 2 სექტემბერს ოფიციალურად მოაწერა. ოპოზიციის შეფასებით, ეს საერთო ბრძოლაში მათ პოზიციებს აძლიერებს და ყველას აჩვენებს, რომ ოპოზიცია ერთიანია. ამავე თემაზე: