"ქართული ოცნების" წევრის, გიორგი ამილახვარის მტკიცებით, შუამავლების საშუალებით გიორგი გახარიამ დაფინანსება მოითხოვა. კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, მსგავსი კომუნიკაცია არ შედგა და არც შედგება.
"შუამავლების მეშვეობით მოხდა ამ საკითხის შემოთვლა, რომელსაც ცხადია ვერ ექნებოდა ვერანაირი სერიოზული გაგრძელება, იმიტომ, რომ ჩვენ ყოფილ თანაგუნდელებთან, მითუმეტეს ისეთებთან, რომლებმაც გადამწყვეტ დროს გუნდს უღალატა, ცხადია არც ფინანსურ, არც სხვა საკითხებზე, მათთან ჩვენ არ შევალთ",- თქვა მან.
კალაძემ თქვა, რომ პირადად მასთან ფინანსებსე საუბარი არ ყოფილა.
პირველ სექტემბერს, "ქართული ოცნების" ლიდერებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ კანდიდატურის წარდგენამდე გახარია კალაძეს შეხვდა. ინფორმაციას ტყუილი უწოდა ყოფილმა პრემიერმა და თქვა, რომ მსგავსი მეთოდებით მმართველი გუნდი მის დისკრედიტაციას ცდილობს. დღეს კი "საქართველოსთვის" წევრებმა განამრტეს, რომ გახარიამ ტყუილი მის მიმართ ბრალდებებს უწოდა და შეხვედრა დაადასტურეს: