ჩვენ მივესალმებით ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უკეთესი იქნებოდა ეს ადრე გაეკეთებინათ და ქართული ოცნებისთვის საბაბი არ მიეცათ - ასე აფასებს ვიოლა ფონ კრამონი მთავარი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.
„სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“, მე მაინც იმედგაცრუებული ვარ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ეს გადაწყვეტილება ადრე არ მიიღო და რამდენიმე თვის შემდეგ გააკეთა. რაღა თქმა უნდა არც განვიხილავ ქართული ოცნების იმ განცხადებას, რომ დოკუმენტი ანულირებულია. ცხადია ეს ასე არ არის, ამ შეთანხმებას სხვა ბევრი ხელმომწერი ჰყავს, შეთანხმება არსად არ წასულა, ადგილზეა და ვალიდურია - ამბობს ვიოლა ფონ კრამონი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას.
შეგახსენებთ, 28 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დოკუმენტმა თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.