აშშ უკრაინას ჰუმანიტარული მხარდაჭერის სახით დამატებით 45 მილიონ დოლარს გადასცემს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, თანხა იმ 3,4 მილიონი უკრაინელის დასახმარებლად დაიხარჯება, ვისაც ეს სჭირდება, მათ შორის, უკრაინის აღმოსავლეთში, რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები.
დეპარტამენტის ინფორმაციითვე, საერთო ჯამში აშშ-ის მიერ უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარული მხარდაჭერის მიზნით, 2014 წლიდან გამოყოფილი თანხა 351 მილიონს მიაღწევს.