ევროკავშირი ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტს ამზადებს - DW

გამოქვეყნდა:

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ევროკავშირი ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტს ამზადებს. მიზეზად მინსკის მხრიდან, მიგრანტების „ჰიბრიდული ომის იარაღად“ გამოყენება სახელდება.

„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტებისა და ადამიანთა ტანჯვის ინსტრუმენტად გამოყენების წინააღმდეგ. ეს ბრძოლა მოიცავს სანქციებსაც. მეხუთე პაკეტზე მუშაობა ახლა იწყება“, – განაცხადა ლუკ დევინმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელმა.

მანამდე ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესა.  მიზეზად ლუკაშენკოს მიერ, საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება და ამის შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების ძალისმიერი ჩახშობა დასახელდა.

ამავე თემაზე:



 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი