დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ბელარუსს ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა. მიზეზი ადამიანის უფლებების დარღვევაა და დემოკრატიის ჩახშობაა.
სანქციების მიზეზი გახდა ასევე, ბელარუსი ბლოგერის გატაცება.
გარდა ამისა, ბრიტანეთმა ბელარუსის ავიაკომპანიებს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა და უარი თქვა იმ თვითმფრინავების ტექნიკურ მომსახურებაზე, რომლებითაც ალექსანდრ ლუკაშენკო და მისი უახლოესი თანამოაზრეები სარგებლობენ.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი რამან პრატასევიჩი 23 მაისს დააკავეს. ლუკაშენკოს დავალებით, მის დასაკავებლად თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, მინსკში დასვეს