ტერორისტული თავდასხმა ახალ ზელანდიაში - დაშავებულია 6 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ახალ ზელანდიაში დანით შეარაღებული კაცი სუპერმარკეტში შეიჭრა და 6 ადამიანი დაჭრა. შემთხვევა ოკლენდში მოხდა. 

BBC-ის ცნობით, "ძალადობრივი ექსტრემისტი" პოლიციამ თავდასხმიდან 60 წამში მოკლა. პრემიერმინისტრმა მოვლენა შრი-ლანკას მოქალაქის "ტერაქტად" შეფასა. 

კაცის იდენტიფიცირება შეუძლებელია, არსებული ინფორმაციით, ის ისლამური სახელმწოფოს ტერორისტული ჯგუფის მიერ იყო შთაგონებული.

"რაც დღეს მოხდა, საზიზღარი, საძულველი  და არასწორი იყო. ეს მოხდა ინდივიდის მიერ და არა რწმენით", -  თქვა პრემიერმა.

ოფიციალური პირების დარწმუნებულები არიან, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და შემდგომი საფრთხე არ არსებობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი