"ფიზიკური ძალადობა მოხდა, იარაღით მემუქრებოდნენ" - გორში საკრებულოს დეპუტატს თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

გორში საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ირმა ამბარდნიშვილს თავს დაესხნენ. ქალი ყვება, რომ მას 5 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ესროლეს სხვადასხვა ნივთები, მინის ნატეხი და იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

დეპუტატი ამბობს, რომ 5 თავდამსხმელიდან 3 წარსულში მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. მოძალადეებიდან ერთი მსოფლიო ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ნათესავია, გარდა ამისა, მას ნათესაური კავშირის შსს-ს მაღალჩინოსანთანაც აქვს. დეპუტატი ვარაუდობს, რომ თავდამსმელი სწორედ ამ კავშირების გამო არ დააკავეს. 

"გამოვიძახე საპატრულო პოლიცია მას შემდეგ რაც ჩემზე მოხდა ფიზიკური ძალადობა, ჯგუფურად, მესროლეს სიცოცხლისთვის საშიში ნივთები, მივიღე დაზიანებები. მოვიდა პატრული, შსს-ს მაღალჩინოსნისა და ლაშა ბექაურის დასახელების შემდეგ, რომ ის არის მათი ნათესავი და ვერაფერს უზამდნენ, მოკრძალებულად ელოდებოდნენ, აგინებინეს ჩემი თავი. 

126-ე მუხლით დაიწყო, ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლნენ", - ამბობს ირმა ამბარდნიშვილი. 

მისი თქმით, პოლიციის უმოქმედობა ამ არჩევნებზე პირველი ნიშანია, რომ ხელისუფლება ისევ კრიმინალს ახალისებს.

დაზარალებულს ექპერტიზა უკვე ჩაუტარდა. "მთავარ არხს" შსს-ში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი