"ლეიბორისტები" საქალაქოს მიმართავენ, დაჩქარებული წესით განიხილოს სარჩელი, რომელიც ტრანსპორტის აკრძალვის გაუქმებას ეხება

გამოქვეყნდა:

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი საქალაქო სასამართლოს მიმართავს, დაჩქარებული წესით განიხილოს პარტიის სარჩელი, რომლითაც ლეიბორისტები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ.

შალვა ნათელაშვილის თქმით, საქალაქო სასამართლო იძულებული გახდა წარმოებაში მიეღო სარჩელი და ახლა აუცილებელია მისი განხილვა დაუყოვნებლივ დაიწყოს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა გადაადგილება შეძლონ.

ნათელაშვილის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი პანდემიის პერიოდში, არც ერთ ქვეყანაში არ აკრძალულა, რადგან იქ ტაქსებთან და პატარა მანქანებთან შედარებით, დაინფიცირების ნაკლები საფრთხეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი