წარმოდგენა არ გაქვთ თქვენ რა ხდება მსოფლიოში და ევროპაში - ასე პასუხობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "მთავარი არხის" კითხვას თუ როგორ მართავს მთავრობა პანდემიას. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყნის ჩაკეტვა შეუძლებელია.
"მე ვიცი თქვენი ამ კითხვის მოტივაცია, მთავარი გესმით, რომ ქვეყნის ჩაკეტვა არის შეუძლებელი დღეს, ჩვენ ვთქვით, რომ ლოკალური, ცალკეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს და დავაწესეთ კიდევაც. სიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ. მთელმა მსოფლიომ ანალოგიური გზა გაიარა, ეს მეოთხე და მეხუთე ტალღები ყველგან მიმდინარეობს და თქვენ ნუ აცდენთ მოსახლეობას, ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში.
წარმოდგენა არ გაქვთ თქვენ, თქვენ არა უფრო სწორად თქვენ ვინც ეს კითხვა გამოგიგზავნათ იმას, წარმოდგენა არ აქვთ მათ რა ხდება მსოფლიოში და ევროპაში, ან შეიძლებ აქვთ და არ ამბობენ, ყველა ქვეყანამ გაიარა იგივე", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ეკონომიკის გახსნის შედეგია ის, რომ დღეს ორნიშნა ეკონომიკის ზრდა გვაქვს და ამაყობს იმით, რომ "ბიზნესი დამშვიდებულა".