"ბევრჯერ მოვუწოდე პოლიტიკოსებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში, ამ ერთი თვის განმავლობაში, მთავარი სლოგანი უნდა იყოს, თვითონ გადააკეთონ როგორც უნდათ, მაგრამ შინაარსობრივად სლოგანი უნდა იყოს, რომ უნდა ყველა ავიცრათ, რომ აცრა გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს და აცრაზე გადის ქვეყნის განვითარების მთავარი გზა, ეკონომიკური განვითარების, ჩვენი თავისუფლების და დღეს აცრა არის ყველაზე უფრო მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში და მე მაგალითად გეთანხმებით, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული ყველა იმ ადამიანის ბანერს რომელიც დღეს გამოკრული მივაწერდი - ერთად წავიდეთ და ავიცრათ".
თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ბანერებზე გამოსახულ პოლიტიკოსებს სთხოვდა ისეთი ფოტო გამოეფინათ სადაც მათი აცრა ჩანს.