აპატურაი კოლომინამ შეცვალა

გამოქვეყნდა:

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ჯეიმს აპატურაი ესპანელმა დიპლომატმა ხავიერ კოლომინამ შეცვალა.

განცხადებას ნატოში ესპანეთის წარმომადგენლობა ტვიტერის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კოლომინა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის პოსტსაც დაიკავებს.

ჯეიმს აპატურაის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლის პოსტზე 2010 წლიდან მუშაობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი