იტალიაში, კოვიდზე აცრა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

გამოქვეყნდა:

იტალიაში, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შესაძლოა სავალდებულო გახდეს. როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი ამბობს, მას შემდეგ რაც ევროპის წამლის სააგენტო [EMA] ვაქცინებს სრულად დაამტკიცებს, ვაქცინაცია იტალიელებისთვის სავალდებულო გახდება.

"ვალდებულება ამოქმედდება მაშინ, როდესაც ვაქცინა ევროპის წამლის სააგენტოსა და ეროვნული მარეგულირებლის მიერ გამოცხადებული იქნება არა როგორც გადაუდებელი გამოყენებისთვის განკუთვნილი, არამედ როგორც ჩვეულებრივი პრეპარატი", - ამბობს იტალიის პრემიერმინისტრი. 

მისივე თქმით, თვის ბოლოდან იგეგმება ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზების გაკეთება რისკჯგუფებში შემავალი ადამიანებისთვის.

იტალიაში ვაქცინაცია უკვე სავალდებულოა მედპერსონალისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი