გიზო და გელა ქარდავები - ძმები გალიდან ე.წ კანონიერი ქურდები არიან და კრიმინალურ სამყაროში „მეგრული კლანის“ წევრებად  ითვლებიან. ახლა კვიპროსზე ცხოვრობენ და საქართველოს მოქალაქეობაც ორივეს ჩამორთმეული აქვს, თუმცა მათი გავლენები ჩვენს ქვეყანაში არ შესუსტებულა.

გიზო და გელა გალსკები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა საქმის მოგვარებაში ენგურს გადაღმაც და გადმოღმაც.

ქარდავების სახელი არაერთი არჩევნების დროს გაჟღერებულა და ყველასთვის ცნობილია, რომ საკუთარ გავლენებს ქართული ოცნების დასახმარებლად იყენებდნენ.

სამეგრელოს ერთ ნაწილს ქარდავები, მეორე ნაწილს კი გელა გალსკის სიმამრი , ასევე კანონიერი ქურდი მერაბ მზარელუა აკონტროლებს.  

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო ჩაიბარა. ქუჩის დალაგებაში და კრიმინალებთან მოგვარებაში კი წყაროს ინფორმაციით, სწორედ ქარდავები ეხმარებოდნენ გარკვეული პირობების მიღების სანაცვლოდ. 

ე.წ კანონიერი ქურდები,როგორც ჩანს, ბიზნესმენებად იქცნენ. არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ კი, სავარაუდოდ, საქართველოში გადმორიცხული ფულის ხელშეუხებლობა იყო. ინფორმირებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცით, "ქურდი" ძმების ფულის გამტარი საქართველოში მათი მესამე ძმა მალხაზ ქარდავაა. 

პროკურატურაში საქმის გამოძიება მიმდინარეობს მალხაზ ქარდავას მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდ "ცედაკას" საქმიანობაზე. ეს ფონდი ქარდავამ  2019 წელს  დაარსა. 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საეჭვო ტრანზაქციების გამო, "კანონიერი ქურდების" ოჯახის წევრები გამოკითხვაზე დაიბარეს. 

პროკურატურის ინფორმაციით, საქმის ძიება ახლაც მიმდინარეობს 194- ე, ფულის გათეთრების მუხლით და  სამართლებრივი დახმარების მისაღებად რამდენიმე სხვა ქვეყანასაც მიმართეს.

მალხაზ ქარადავა ჩვენი ინფორმაციით მერიის სატრანსპორტო კომპანიაში 2020 წლის არჩევნების მერე დაასაქმეს.

როდესაც ჩვენ ამ ფონდით, (ცედაკა) დავინტერესდით მისმა მფლობელებმა ყველაფრის გაქრობა გადაწყვიტეს. 
ფონდი მხოლოდ 2020 წლის ზაფხულში იყო აქტიური, საპარლამენტო არჩევნების წინ, მას შემდეგ აქტივობა არ ყოფილა.

როგორც ჩანს, სწორედ ამ საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხული უკანონო ფულის თავისუფლად გათეთრება და სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების გარანტია  იყო გასულ წელს  ქარდავების მოთხოვნა არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ.

ფაქტია, ეს მოთხოვნა ქართული ოცნების ხელისუფლებამ მაშინ დაუკმაყოფილა, რადგან ერთი წელია გასული და ჯერ საქმეში ბრალდებული არ არსებობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი