ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია საქართველოშია - 5 კონგრესმენი საოკუპაციო ხაზს მოინახულებს შემდეგ კი, მთავრობასა და პარლამენტარებს შეხვდება. მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, კრიზისი, რომელიც საქართველოშია შექმნილი და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული კომუნიკაციის გაგრძელება - ეს განხილვის მთავარი საკითხები იქნება.
ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერაა ორგანიზებული. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონგრესმენების კომენტარები აუდიენციის დაწყებამდე, უკვე გაავრცელა.
"საქართველო შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყანაა და ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ რუსეთის აგრესიული ქმედებებით, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს წინააღდმეგ. გვინდა გამოვახტოთ მხარდაჭერა თქვენი ქვეყნისადმი და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობისთვის აშშ-სთან", - თქვა ალექს მუნიმ.
კეროლ მილერიმ აღნიშნა, რომ აშშ-სთვის მნიშვნელოვანია დაადასტუროს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ. ხოლო კელი არმსტრონგმა თქვა, რომ აინტერესებს ბიზნესის გაუმჯობესების კუთხით როგორ მუშაობს მთავრობა.
დელეგაცია საქართველოში 6-9 სექტემბრის ჩათვლით იმყოფება.