„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შემაშფოთებლად მიიჩნევს "ქართული ოცნების" სურვილს, საკონსტიტუციო ცვლილებები გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილების გარეშე მიიღოს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პროგრესული ცვლილებების უარყოფით და არსებული წესის ძალაში დატოვებით, "ქართული ოცნება" მართლმსაჯულების სისტემაზე სრული კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს.

დღეს მოქმედი რეგულაციის თანახმად, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე არჩევის გადაწყვეტილებას პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, იღებს, რაც ერთპარტიული გადაწყვეტილების შესაძლებლობას იძლევა.

2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთ საკითხს  გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა წარმოადგენდა. შეთანხმების საფუძველზე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, პარლამენტმა გენერალური პროკურორი სრული შემადგენლობის 3/5-ის  უმრავლესობით უნდა აირჩიოს. 

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით ცვლილებები მხოლოდ იმიტომ დაინიცირდა, რომ ეს 19 აპრილის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. თუმცა, მისივე შეფასებით, მსგავსი რეგულაცია სრული „სიმახინჯეა“, რაც ქვეყნის კონსტიტუციაში არ უნდა ეწეროს, - წერს ორგანიზაცია.

"გამჭირვალობის ინფორმაციით", საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით კიდევ უფრო მეტად შეფერხდება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები, რაც მმართველი პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა იქნება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი