შეერთებული შტატების პირველი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ არსებობს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რაც უფროსებმა კორონავირუსისგან იმ ბავშვების დასაცავად უნდა გაითვალისწინონ, რომლებსაც ვაქცინის მიღება, ასაკის გამო, არ შეუძლიათ.
აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ კორონავირუსისგან ბავშვების დაცვის საშუალება მათ გარშემო მყოფი ადამიანების აცრაა.
გზა, რომ დაიცვათ ბავშვები, ვისაც ასაკის გამო, აცრა ჯერჯერობით არ შეუძლია, არის რომ იყვნენ ვაქცინირებული ადამიანების გარშემო. იქნებიან ესენი მეგობრები, ოჯახის წევრები, სკოლის მასწავლებლები თუ პერსონალი, - თქვა ფაუჩიმ.
ინტერვიუში ფაუჩიმ ამერიკაში კორონავირუსის ინფექციასა და მისი გავრცელების პრევენციის გზებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პირბადის ტარებაც, თუმცა ვაქცინაცია, ჰოსპიტალიზაციის შემცირების "ნომერ პირველი" მეთოდია.