ეს არის სამარცხვინო პოლიტიკური დევნა უშუალოდ კეზერაშვილზე და მისი მედიის დახურვის განაცხადი, - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დავით კეზერაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯას.
კეზერაშვილზე ახლა რაც მოხდა, 4 წლის თავზე, 2 დღეში, ადამიანს მიუსაჯეს 5 წელი. უზენაესმა სასამართლომ. რომელიც ძირითადად, თუ მაინცდამაინც არ მოსწონს განაჩენი, აბრუნებს უკან ამ განაჩენს. მითუმეტეს გამამართლებელ განაჩენს. ოთხი წლის პაუზის შემდეგ საერთოდ საქმის დაწყება არის აბსურდი და ორ დღეში გამამართლებელი განაჩენის შეცვლა გამამტყუნებლით და 5 წლის მისჯა წარმოუდგენელია. ანალოგი მიპოვეთ და გავჩუმდები...
ეს არის სამარცხვინო პოლიტიკური დევნა უშუალოდ კეზერაშვილზე და მისი მედიის დახურვის განაცხადი, ტელეკომპანია "ფორმულის". და ყველაზე ასეა, TV პირველზეც ასეა, "მთავარზეც" ასეა და რას მეუბნებით თქვენ, ვინმეს არ დაიჭერენ? რას ეყრდნობა თქვენი ეს ვარაუდები, ვისაც ამის გჯერათ.
ეს ხელისუფლება არავითარი ავტოკრატია, ეს არის დიქტატურა, რომელიც ხორციელდება საპოლიციო რეჟიმით და ივანიშვილის პირად გვარდიად ქცეული სასამართლოთი. დღეს, კეზერაშვილს მიუსაჯეს 5 წელი აბსურდისთვის და პარალელურად, თვალის დამთხრელებს, ადამიანების გამაუბედურებლებს აჩუქეს ამნისტია და სამუდამოდ გაათავისუფლეს პასუხისმგებლობისგან... ამაზე უფრო სამარცხვინო და დიქტატურული ვერაფერი ვერ მოხდება, - ამბობს ნიკა გვარამია.
იხილეთ ასევე: