ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შაბათს საქართველო "წითელი ჯვრისგან" საჩუქრად 1 000 000 დოზა "სინოფარმის" ვაქცინას მიიღებს.
მინისტრის თქმით, ეს ქვეყანა საშუალებას მისცემს ორშაბათიდან "სინოფარმზე" როგორც რეგისტრაცია, ისე ვაქცინაცია განახლდეს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 60 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 3 668 ადამიანი გამოჯანმრთელდა.