
1-ლ სექტემბერს, რუსეთში ცოდნის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საბავშვო ცენტრ "ოკეანეში" სკოლის მოსწავლეებს ისტორიის ღია გაკვეთილი ჩაუტარა.
ღია გაკვეთილზე პუტინმა პალტავასთან ბრძოლაზე ისაუბრა. მან მოსწავლეებს ისტორიის თავისებური ინტერპრეტაცია შესთავზა, თუმცა მე-10 კლასის მოსწავლემ პუტინის ტყუილზე საჯაროდ მიუთითა.
"რისთვის წამოიწყო პეტრე I-მა შვიდწლიანი ომი? რისთვის ომობდა შვიდი წელი შვედებთან? საერთოდაც პოლტავასთან ბრძოლა... ხომ წარმოგიდგენიათ, სად არის პოლტავა? სად შვედეთი და სად პოლტავა! არა და, გადამწყვეტი ბრძოლა პეტრე I-cა და კარლოს XII-ს შორის გაიმართა პოლტავასთან. ბოდიში და, სად შვედები და სად პოლტავა... არა, მაინც რას აკეთებდნენ ეს ყველანი ამ პოლტავასთან?!",- თქვა პუტინმა.
ნიკანორ ტოლსტიმ კი პუტინის საპასუხოდ თქვა, რომ პოლტავას ბრძოლა არა შვიდწლიანი ბრძოლა, არამედ ჩრდილოეთის ომი იყო, რომელიც 21 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
"მოკლედ, ეს იყო არა შვიდწლიანი ომი, არამედ ჩრდილოეთის ომი და რადგანაც ისტორიის გაკვეთილია, მოკლედ ვიტყვი, რომ ჩრდილოეთის ომი გრძელდებოდა 1700 წლიდან 1721 წლამდე",-თქვა მან.
მე-10 კლასის მოსწავლის ნათქვამს, სკოლის დირექტორიც გამოეხმაურა. მან თქვა, რომ მოსწავლეები უფროსებთან მიმართებაში თავმდაბლები უნდა იყვნენ და უფროსებს "შეცდომები არ უნდა გაუსწორონ".
ასაკი არ მომცემდა უფლებას ამგვარად მოვქცეულიყავი პრეზიდენტთან ურთიერთობის დროს, მაგრამ ახალგაზრდებს, როგორც ჩანს, თავისებურად ჰყოფნით სითავხედე. ბიჭი, რა თქმა უნდა, ვარსკვლავა და კარგი გვყავს, გამოირჩევა აქტიური სამოქალაქო პოზიციით, მაგრამ ადამიანი თავმდაბალი უნდა იყო, არ უნდა გაუსწორო შეცდომები უფროსებს, მათ შორის ვლადიმირ ვლადიმირის ძესაც, მაგრამ ამის შეგნება წლებთან ერთად მოდის",- თქვა სკოლის დირექტორმა.
ღია გაკვეთილზე მომხდარს გამოხმაურებები მოყვა სოციალურ ქსელში, სამოქალაქო აქტივისტები შიშობდნენ, რომ შენიშვნისთვის მოსწავლეს დასჯიდნენ: "ისე არ მოხდეს, რომ ბიჭს ცხოვრება დაუნგრიონ იმისათვის, რომ საჯაროდ გაუსწორა შეცდომა მარაზმატიკოსს".
წყარო: რადიო თავისუფლება.