მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უარი თქვას მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენებაზე -GDI

გამოქვეყნდა:

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" GDI "ფორმუალს" მფლობელისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე უზენაესისი გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტია მართლმსაჯულების პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენებას აგრძელებს.

GDI წერს, რომ საქმის საკასაციო წესით განმხილველ პალატას შალვა თადუმაძე თავმჯდომარეობდა, რომელიც აღნიშნული საქმის მეორე ინსტანციაში განხილვისას, ასევე, პროკურატურის მიერ საქმის საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითა სახალხო დამცველმა.

გარდა ამისა, ორგანიზაცია აცხადებს, რომ კიდევ ერთი განმხილველის, მერაბ გაბინაშვილის სახელი სასამართლო სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფს, ე.წ კლანს უკავშირდება. 

"აქვე საყურადღებოა რომ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და ტელეკომპანია "პირველის" დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ. გამოძიების ფარგლებში არაერთხელ იყო გამოკითხული, "ფორმულას" გენერალური დირექტორი, ზურაბ გუმბარიძეც. ამ კონტექსტში უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში მედიის თავისუფლების გაუარესების პირდაპირი დასტურია. 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიაზროს პოლიტიკური მართლმსაჯულების შეუქცავადად უარყოფითი შედეგები ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე და უარი თქვას მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენებაზე, მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიების წინააღმდეგ, პატივი სცეს კანონის უზენაესობის პრინციპს და ხელი შეუწყოს საარჩევნო პროცესების მაქსიმალურად სამართლიან გარემოში ჩატარებას", - წერს GDI.

GDI-ის შეფასებით, პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულების ნიშნებს ამძაფრებს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 25 ივნისს დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც - "მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს". 

ცნობისთვის, ხვალ სასამართლოში "ნაიციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესია ჩანიშნული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი