ხმაური სენაკის საოლქო კომისიასთან - "ოცნებას" უბნები შეეშალა და მაჟორიატარობის კანდიდატები აერია

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ხმაურია სენაკში 64-ე საოლქო კომისიის შენობასთან. ცოტა ხნის წინ ადგილზე ენმ-ს საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები, მათი საარჩევნო შტაბის წევრები და სენაკის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ოცნებას" უბნები შეეშალა, საკრებულოს მაჟორიტარების სახელები და გვარები აერია, თუმცა სია მაინც დაამტკიცეს. მას შემდეგ, რაც ფაქტის შესახებ ოპოზიციისთვის გახდა ცნობილი, ოლქმა დალუქული სია გახსნა და კანდიდატებს საარჩევნო უბნები "ოცნების" სურვილისამებრ შეუცვალა. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს დოკუმენტების გაყალბებას ნიშნავს და ახსნა განმარტებებს ითხოვენ.  ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კანდიდატების დაშინების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტების გაყალბება დაიწყო. მათი თქმით, მომხდარით არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ.

ოპოზიციის წევრები შენობაში შესვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი