"ოცნებამ" განიზრახა, ნინოწმინდასა და ახალქალაქში ენმ საერთოდ მოხსნას არჩევნებიდან - ბარამიძე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას კანდიდატებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალქალაქში ენმ-ის კანდიდატებს პარტიული სიიდან თავიანთი კანდიდატურების მოხსნას აიძულებს.

"ოცნებამ" ნინოწმინდასა და ახალქალაქში განიზრახა, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ქვეყნის მთავარი პროდასავლური პარტია საერთოდ მოხსნას არჩევნებიდან სუს-ის მიერ დაშინების გზით და ჩვენი კანდიდატების იძულებით, რომ მათ უარი თქვან ჩვენს პარტიაში ყოფნაზე", - თქვა გიორგი ბარამიძემ. 

მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ აღნიშნულთან დაკავშირებით, ეუთო/ოდირის წარმომადგენლობას მიმართა. ორგანიზაციების წარმომადგენლები ინციდენტს უკვე ახალქალაქში სწავლობენ და წინასაარჩევნო გარემოსაც აკვირდებიან.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი