მიშელმა პუტინთან საუბრისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი EU-ს მხარდაჭერა დაადასტურა

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონი დიალოგი გამართა. მხარეებმა მოლაპარაკებების დროს მთელი რიგი პოლიტიკური საკითხები, მათ შორის ავღანეთში მიმდინარე მოვლენები და კავკასიის რეგიონის ვითარება განიხილეს.

საუბარი უკრაინისა და საქართველოსაც შეეხო. როგორც შარლ მიშელის მიერ ტვიტერზე გავრცელებული განცხადებით ირკვევა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ოფიციალური მოსკოვის ლიდერის ევროკავშირის მიერ მეზობელი ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

"კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი",-დაწერა მიშელმა Twitter-ზე.

ამასთანავე შარლ მიშელმა ვლადიმერ პუტინს მისი მეგობრის, საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრის გარდაცვალება მიუსამძიმრა. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ევგენი ზინიჩევი 55 წლის ასაკში მდინარე ენისეის საპორტო ქალაქ დუდნიკაში, საწვრთნელო პროცესების დროს ტრაგიკულად დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით ის სხვა ადამიანის გადარჩენას ცდილობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი