დავით კეზერაშვილი, ნიკა გვარამია, ავთანდილ წერეთელი - საქართველოში ყველა მსხვილი ოპოზიციური მედია არხის დამფუძნებელი პოლიტიკური ტერორის ქვეშაა. "ქართულმა ოცნებამ" ბოლო რამდენიმე დღეში გააცოცხლა ყველა სასამართლო საქმე, რომლითაც იმედი აქვს, რომ რაიმე გავლენას მოიპოვებს თავისუფალ მედიაზე.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისა და დავით კეზერაშვილის შემდეგ, დღეს ნიკა გვარამიას სასამართლოს ჯერი იყო. რიგში არიან აქტიური პოლიტიკოსებიც, რომლების წინააღმდეგაც დევნა ასევე არ წყდება.
მმართველი პარტია დევნას რა თქმა უნდა უარყოფს. მაგრამ "ქართული ოცნების" ლიდერების გარდა ოპოზიციაც, ჟურნალისტებიც და სამოქალაქო აქტივისტებიც ღიად მიუთითებენ ფაქტებზე, რომლებიც სიტყვის თვისუფლების ჩახშობის მცდელობას ადასტურებს.