მისი უფროსები არ ვართ, ჩვენ პარტნიორები ვართ, პარტნიორები ასე არ იქცევიან - გრეგოროვა ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ ევროპარლამენტარები მისი უფროსები არ არიან. გრეგოროვა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ისინი პარტნიორები არიან და საქართველოს მთავრობა ზოგჯერ ბავშვივით იქცევა.

"[პრემიერი] მართალია, ჩვენ არ ვართ მისი უფროსები, თუმცა ჩვენ ვართ პარტნიორები. მაგრამ, კიდევ ერთხელ, როგორც აქამდე ვთქვი, საქართველოს მთავრობა არ იქცევა, როგორც თანასწორი პარტნიორი. ბოდიში ჩემს მომდევნო კომენტარზე, მაგრამ ისინი ზოგჯერ ბავშვებივით იქცევიან. ჩვენ გვიწევს ხალხის გამოგზავნა, რომ შეთანხმებებზე მოილაპარაკონ. იყენებენ ევროკავშირს, როცა მათ ეს აწყობთ. პარტნიორები ასე არ იქცევიან. ან ვართ პარტნიორები, ან არაფერი არ ვართ", - თქვა ევროპარლამენტარმა. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი