"აქტიურ მიყურადებას გავაგრძელებთ" - "ოცნების" აზრით, სადამკვირვებლო ორგანიზაციები "ამხილა"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, "რადიკალური ოპოზიცია" არა არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადება. ამ თემაზე მან ბრიფინგი გამართა და მისი აზრით, ის სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამხილა, რომლებიც დესტრუქციაზე არიან ორიენტირებულები. 

მიქანაძემ დააანონსა, რომ აქტიურ მიყურადებას გააგრძელებენ.

"ოპოზიცური პარტიები, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიცია არ აწარმოებს წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრისთვის, არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ეზმადებიან. ამ მხრივ სხვადასხვა მექანიზმები აქვთ ჩართული და მრავალი მიმართულებით აწარმოებენ აქტიურ პროვოკაციურ საქმიანობას", - თქვა გივი მიქანაძემ.

მიქანაძის თქმით, ბოლო წლებში არჩევნებს ნეიტრალურ არასამთავრობოებთან ერთად ისეთებიც აკვირდებიან, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ სუბუექტებთან არიან აფელირებული. მისი აზრით, მათი მთავარი მიზანი საარჩევნო უბნებზე პროვოკაცია და პროცესისთვის ხელის შეშლაა. 

"8 სექტემბრის მდგომარეობით ცესკო-ს მიერ რეგისტრირებულია 62 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ჩვენს მიერ შესწავლით გამოიკვეთა 15 ორგანიზაცია, რომელთაგან 12 ენმ-სთან არის პირდაპირ კავშირში, ხოლო 3 ევროპულ საქართველოსთან", - თქვა მიქანაძემ. 

მიქანაძის თქმით, მომავალი 3 კვირის განმავლობაში "აქტიურ მიყურადებას" გააგრძელებენ იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც სადამკვირვებლოდ დარეგისტრირდებიან. დეპუტატის თქმით, ამის მიზანია "საზოგადოების წინაშე ამხილონ" ის ორგანიზაციები, რომლებიც დესტრუქციაზე არიან ორიენტირებულები და რადიკალური ოპოზიციის ფილიალებს წარმოადგენენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი