
"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვთან ერთად გადაღებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებს.
ის ამბობს, რომ მურსაკულოვი პარტიის აქტივისტი იყო, თუმცა გზაში რომ შეხვედროდა, შეიძლება "არც ეცნო".
"ეს იყო 2018-2019 წელს, ზუსტად არც მახსოვს, როდესაც მთაწმინდაზე იმართებოდა საარჩევნო მარათონი მაჟორიტარობაზე და იქ ვიყავი მივლენილი ათი დღით, სადაც ერთ ერთი აქტივისტი იყო. სიმართლე გითხრათ, გზაში რომ შემხვედროდა შეიძლება არც მეცნო. თუმცა, ამას არ ააქვს მნიშვნელობა. იქ იყო საუბარი, რომ აი "ქართული ოცნების" პარტიის წევრია და ასე შემდეგ. მაშინ ამ ლოგიკით, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა დააკავა. მცდელობაა ამ მწვალებელთა პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რომ აი "მკვლელების პარტია" და რაღაც, უნდათ, რომ იარლიყი მიაწერონ. მელიებმა და მათმა მხარდამჭერებმა რაც არ უნდა ეცადონ, ეს გამორიცხულია, საზოგადოებამ ხომ იცის", - თქვა ირაკლი ზარქუამ.
იხილეთ ასევე: