მძევალი, რომელმაც თავის დახსნა მოახერხა, საავადმყოფოში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

არსებული ინფორმაციით, ყვარელში, საქართველოს ბანკის შენობა რამდენიმე მძევალმა დატოვა. ცნობილი ხდება ისიც, რომ ერთ-ერთი პირი, რომელმაც შეიარაღებული თავდამსხმელისგან თავის დახსნა მოახერხა, შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ყვარელში ამ დრომდე სპეცრაზმია მობილიზებული. სავარაუდოდ, უკვე რამდენიმე წუთში დაიწყება სპეცოპერაცია შეიარაღებული თავდამსხმელის შენობიდან გამოსაყვანად.

მანამდე კი, "მთავარი არხის" ინფორმაციით, ყვარელში, ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვს.

ავტორი: ია გულიაშვილი

იხილეთ ასევე:

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი