რას იკრიჭებოდა და რას იღრიჭებოდა შს მინისტრი?...რა უხარია - ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

გულწრფელად მაინტერესებს რა ეკრიჭება და რა ეღრიჯება შინაგან საქმეთა მინისტრს? - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი და ქვეყანაში, მძიმე კრიმინოგენულ ვითარებას ეხმაურება.

მისი თქმით, მოსახლეობისთვის ბანკებსა და ქუჩებში გადაადგილებაც საშიში ხდება, ამ ფონზე კი შს მინისტრი კრიმინალზე საუბრისას კამერების წინ იცინის. 

"მარტივი კითხვა დამებადა გუშინ რომ ვუყურებდი ამ ყველაფერს. რას იკრიჭებოდა და რას იღრიჭებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი? მართლა საღ ჭკუაზე თუ არიან? გუშინ განცხადებას აკეთებდა, იცინის იკრიჭება და რა უხარია, რომ 12 ადამიანი მძევლად აიყვანეს და რომ 5-10 კაცი რომ შევიკრიბებით, უნდა გვეშინოდეს, რომ  ვიღაცა ლიმონკით არ შემოვარდეს და ავტომატით მხარზე გადაკიდებული არ დარბოდეს.

და თურმე ჰაჰაჰა 300 დღის შემდეგ დაიჭერენ ესებუას და ეს სასაცილო გახდა ადამიანის სიცოცხლეს რომ საფრთხე ემუქრება?",- ამბობს ლევან ხაბეიშვილი გადაცემა "დღის სტუმარში"

ცნობისთვის, გუშინ ყვარელში "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა. რამდენიმე საათის განმავლობაში მას მძევლად 13 ადამიანი ჰყავდა და ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. თითქმის სამსაათიანი სპეცოპერაცია მსხვერპლის გარეშე დასრულდა. თავდამსხმელი დააკავეს - "არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია ამჯერად" - ასეთი კომენტარი გააკეთა გომელაურმა თავდამსხმელის დაკავების შემდეგ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი