"არაერთი ვიდეოჩანაწერია ამოღებული" - მურსაკულოვი სავარაუდოდ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოითხოვს

გამოქვეყნდა:

არაერთი ვიდეოჩანაწერია ამოღებული, მაგრამ არც ერთ ვიდეოჩანაწერში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ჩანს იმიტომ, რომ იქ არ ყოფილა - ამბობს შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

რაფაელ მურსაკულოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

უფლებადამცველის თქმით, გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ, მურსაკულოვი არ აღიარებს დანაშაულს, რომელსაც ედავებიან და ამბობს რომ იმ დღისით, იმ ტერიტორიაზე, სადაც ავსტრალიელი ქალის ცხედარი ნახეს, საერთოდ არ ყოფილა.

გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, მოითხოვენ, საქმე სასამართლოზე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი