"მშვიდად გამოიყურება, არაფერზე ღელავს" - უცნობია, აღიარებს თუ არა მელიქიშვილი ბანკზე თავდასხმას 

გამოქვეყნდა:

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან მშვიდად გამოიყურება, არაფერზე ღელავს. რაც შეეხება მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ვერაფერს გეტყვით,  ჩემთან არაფერი გამოუხატავს - ასეთი განმარტება გააკეთა საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ.

ლეილა გარსევანიშვილი, არ ახმოვანებს ინფორმაციას, აღიარებს თუ არა ბრალს, დაკავებული შალვა მელიქიშვილი.

"რაც შეეხება იმას, აღიარებს თუ არა ჩადენილ დანაშაულს, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ასევე არ გვისაუბრია მის ფინანსურ პრობლემებზე, ვერაფერს გეტყვით. არც მიკითხავს, არც თვითონ უთქვამს"- განაცხადა გარსევანიშვილმა.

მელიქიშვილისთვის ბრალის წარდგენის ვადა, 48 საათი ხვალ იწურება.

შეგახსენებთ, საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალზე თავდასხმა გუშინ მოხდა. ხელყუმბარით შეიარაღებული შალვა მელიქიშვილი ბანკში შეიჭრა და 13 პირი მძევლად აიყვანა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236- ე, 323-ე და 327- ე მუხლებით მიმდინარეობს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი