საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს თელავის სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
შალვა მელიქიშვილი ყვარელში მდებარე ბანკის ფილიალში, ხელყუმბარით შეიარაღებული, 9 სექტემბერს შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ფული მოითხოვა. ის რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს.
დაკავებულის ინტერესების დამცველი 30 ათასიან გირაოს ითხოვდა.
გამოძიება მელიქიშვილის წინააღმდეგ 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მელიქიშვილს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
როგორც მელიქიშვილის ადვოკატი ამბობს, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ინანიებს.
წინა სასამართლო სხდომა 2 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.