"არავითარი რეაგირების იმედი არ მაქვს" - დეკანოიძე პოლიციაში მივიდა

გამოქვეყნდა:

არავითარი რეაგირების იმედი არ მაქვს, მაგრამ არ დავტოვებ არც ერთ ფაქტს რეაგირების გარეშე - აცხადებს ხატია დეკანოიძე ვანის ინციდენტთან დაკავშირებით. 

დეკანოიძე რაიონულ პოლიციაში ცოტა ხნის წინ მივიდა. ის აპირებს სამართალდამცველებს მიაწოდოს ის ინფორმაცია, რომელიც გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით აქვს.

შეგახსენებთ, 11 სექტემბერს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატების წარდგენისას ვანში, "ოცნების" მხარდამჭერები გამოჩნდნენ და ღონისძიების ჩაშლა სცადეს. ოპოზიციის ინფორმაციით, ინციდენტში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი და ააიპ-ის თანამშრომელი მონაწილეობდნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი